თავი 1. Access  2007-ის ობიექტური მოდელი

                        1.1. ფორმის თვისებები  (დასაწყისი)                          
მაგალითი – ფორმის თვისებების გამოყენება       
მაგალითი 1
ცხრილი tbstudenti შეიცავს მონაცემებს სტუდენტის შესახებ. მისი სტრუქტურა შემდეგია:



სვეტის დასახელება
მონაცემის ტიპი
დანიშნულება
nomeri
Long Integer
საიტენტიფიკაციო ნომერი
gvari
Text
გვარი, სახელი
tariri
Date/Time (Short date)
დაბადების თარიღი
adgili
       Text
დაბადების ადგილი
დავაპროექტოთ ფორმა და მასზედ დავიტანოთ მართვის ელემენტები შეკითხვის მისაცემად, მონაცემების ამოსარჩევად თვისება Filter-ის გამოყენებით და ამორჩეული მონაცემების დასათვალიერებლად. ფორმაზე დატანილი მართვის ელემენტები და მათი დანიშნულება შემდეგია:
ჩვენი მიზანია:
ფორმა იყოს დიალოგური;
  1. ფორმაზე დატანილი TextBox-ები, შეკითხვის   TextBox-ის გარდა დაკავშირებულნი იქნენ ცხრილთან;
  2. ფორმაზე ერთდროულად ინფორმაცია წარმოდგენილ იქნეს TextBox-ში და ცხრილის სახით; 
  3. ფორმიდან მოხსნილ იქნეს ჩანაწერებს შორის ნავიგაციის ღილაკები და ნავიგაცია განხორციელდეს ჩვენს მიერ დატანილი ღილაკებით;
  4. ფორმის ჩატვირთვისას ფორმაზე გამოტანილ იქნეს ცხრილში არსებული მონაცემები; 
  5. განხორციელდეს ამორჩევა განსხვავებული პირობებით.
ამოცანის რეალიზაცია
  1. დიალოგური ფორმის მისაღებად თვისებები: Pop Up= Yes, Modal= Yes;
  2. ფორმაზე დატანილი TextBox-ების ცხრილის სვეტებთან დასაკავშირებლად ფორმის დაპროექტების რეჟიმში ინტერფეისის Form Dessign Tools ლენტის ჩანართში Tools დააწკაპუნეთ ღილაკზე Add Exsiting Fields. გამოვა სია ცხრილების ჩამონათვალით/სურ.1.4/. ჩამონათვალში შეარჩიეთ ცხრილი tbstudenti და მასში არსებული სვეტების დასახელებები გადმოათრიეთ ფორმაზე.

                                          სურ. 1. 4. ცხრილი tbstudenti მასში არსებული სვეტების დასახელებებით

ფორმის თვისებების გაგრძელება - პროგრამები

მართვის ელემენტი        ფორმაზე
მართვის ელემენტის სახელი
დანიშნულება
TextBox
Vnomeri        
საიდენტიფიკაციო ნომრის ჩვენება
TextBox
Vgvari
გვარისა და სახელის ჩვენება
TextBox
Vtarigi
დაბადების თარიღის ჩვენება
TextBox
Vadgili
დაბადების ადგილის ჩვენება
TextBox
Vsek
ამორჩევის პირობის მიცემა
OptionButton
Onomeri
ამორჩევა ნომრით
OptionButton
Ogvari
ამორჩევა გვარით
OptionButton
Otve
ამორჩევა დაბადების თვით
Frame
Famor
ამორჩევის რეჟიმების არჩევა
Button
Ramor
ამორჩევის განსახორციელებლად
Button
Rpirveli
პირველ ჩანაწერზე გადასვლა
Button
Rbolo
ბოლო ჩანაწერზე გადასვლა
Button
Rnext
შემდეგ ჩანაწერზე გადასვლა
Button
Rprevios
წინა ჩანაწერზე გადასვლა